Accentnews.ge
სუს–ი: გალის ოკუპირებულ რაიონში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

სუს–ი: გალის ოკუპირებულ რაიონში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს ე.წ. სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა

21/08/2024 08:03:31 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე".

მისი ცნობით, უკანონოდ დაკავებულ პირებს ე.წ. სასამართლომ ორთვიანი "წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა".

როგორც სუს–ში აცხადებენ, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული "ცხელი ხაზის" მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით. უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. სასამართლოს მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პირების დაკავეის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა მხარემ გუშინ გაავრცელა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გალის რაიონის სოფელ (ბღურაში) მეორე ოტობაიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე "აფხაზეთში ბინადრობის ნებართვით, რომლებიც საზღვრის კვეთაში სხვებს დახმარებას უწევდნენ".

"დაკავებულთა მფლობელობაში არსებულ სახლებში აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, ხელყუმბარა, ргд 5, ტროტილი 1600 გ პლასტიდი - 45 გ, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები, ასევე დოლარის კუპიურების დასტა", - ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S