Accentnews.ge
კალაძე ხაბეიშვილს პასუხობს

კალაძე ხაბეიშვილს პასუხობს

27/01/2020 09:53:53 პოლიტიკა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ისე ძალადობა. კომენტარი მან 24 იანვარს საკრებულოში მომხდარ ინციდენტზე გააკეთა.

ამასთან მან უპასუხა ენმ–ის წევრ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მისი ცემის აქტი დედაქლაქის მერმა დაგეგმა და ეს შეთანხმებული იყო შს მინისტრთან.

„ხაბეიშვილისგან ნამდვილად არ მიკვირს ასეთი ბინძური განცხადებები, ეს მისი სტილია. ეს ადამიანი იმისთვისაა, რომ ისაუბროს სიცრუეზე, ადამიანებს მიაყენოს შეურაცხყოფა. რაც შეეხება უშუალოდ ცემის ფაქტს, სამწუხარო ამბავია და ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა, თუნმცა ასევე ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისმენთ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. ჩვენ შეგვიძლია, ვიდებატოთ, შევიდეთ პოლემიკაში, გვქონდეს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებზე. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ვართ და ცხადია ყველას ვერ გვექნება ერთი შეხედულება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ სიტყიერი შეურაცხყოფა მივაყენოთ ერთმანეთს. ეს დაუშვებელია. ისევე როგორც მიუღებელია ძალადობა.საარჩევნო წელია. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან ბევრი ასეთი პროვოკაცია იქნება დაგეგმილი და მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ჩვენს თანაგუნდელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი, არ აყვნენ პროვოკაციას“,– განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ასევე: ხაბეიშვილი კალაძის გამონათქვამებს იხსენებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S