Accentnews.ge
იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

28/08/2024 13:05:11 სამართალი

იუსტიციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

"იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება. იუსტიციის სამინისტრო ატარებს ყველა ღონისძიებას გამოძიების მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

იუსტიციის სამინისტრო, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოუწოდებს ყველას, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას", – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ეზოში ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S