
დევიძე ბურჯანაძეს პასუხობს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის მომუშავე NGO-ების წარმომადგენლების ბედით დაინტერესდა
30/08/2024 10:00:03 სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში "აგენტების კანონის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე გამოეხმაურა სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის გიორგი ბურჯანაძის გუშინდელ განცხადებას, რომლის თანახმად, "აგენტების კანონი" ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დოკუმენტირებისთვის მომუშავე პირთა ვინაობის გამოქვეყნებასაც ითვალისწინებს, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
მისი თქმით, ერთის მხრივ, კანონი "გვაძლევს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე
"ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გუშინ გაკეთებული განცხადება არ მინდა, რომ დარჩეს უპასუხოდ. ასეთ შემთხვევაში განცხადების შევსების დროს თავად უნდა იზრუნოს ორგანიზაციამ, რომ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები არ ჩაწეროს, მაგრამ თუ ჩაწერა და მიიღო საჯარო რეესტრმა, ასეთ შემთხვევაში ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ასეთი ტიპის მონაცემები გაიფილტროს და მხოლოდ მას შემდეგ გამოქვეყნდეს. აქ შესაძლებელია, ეს იყოს, მათ შორის სახელმწიფო საიდუმლოებაც და ამ ინფორმაციის გასაჯაროება მხოლოდ ამ სტანდარტით მოხდება. ვინმეს პრობლემები რომ შეექმნას, ეს იქნება გამორიცხული", – განაცხადა დევიძემ.
მისი თქმით, მართალია კანონი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე წვდომის უფლებას იძლევა, მაგრამ "იქვე ამბობს კანონი, რატომ უნდა გამოვითხოვოთ ეს ინფორმაცია".
"ჩვენ არათუ არ ვითხოვთ ასეთ ინფორმაციას არამედ ვადგენთ, მინისტრის [ბრძანების] დანართში რომ არ მოგვაწოდონ ასეთ ინფორმაცია. კითხვა თუ ეხება იმას, რომ კანონი გვაძლევს თუ არა ასეთ უფლებას, პასუხია, რომ გავძლევს".