Accentnews.ge
ზურაბიშვილმა რუსეთის წარმომადგენლის საპასუხოდ გაკეთებული განცხადება განმარტა

ზურაბიშვილმა რუსეთის წარმომადგენლის საპასუხოდ გაკეთებული განცხადება განმარტა

28/01/2020 15:23:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის კითხვაზე საპასუხოდ გაკეთებული განცხადება განმარტა.

„მე ვუპასუხე რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ა.შ. იმ დროს, როდესაც რუსეთი თავის თავს ითავისუფლებს ყველანაირი ვალდებულებისგან საერთაᲨორისო სამართლის მიმართ, ჩემი პასუხი ამაზე იყო, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ყველა ადგილას და ყველა მომენტᲨი ზემოთ ვაყენებთ საერთაᲨორისო სამართალს და არა ჩვენს შიდა კანონმდებლობას, რომელიც პრინციპᲨი ასეთ შემთხვევაში აგვიკრᲫალავდა, რომ მივიღოთ ის ადამიანები, რომელთაც გადაბიჯებული აქვთ არა ჩვენი საზღვარი, სხვა კუთხიდან შემოსულები არიან. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება წარმომადგენელი რუსეთის მხრიდან. ამ კუთხით სწორი არის, რომ ის კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაᲨორისო სამართალს, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი საყრდენი და არის უცვლელი. ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაᲨორისო სამართლის მიმართ. მემგონი ძალიან გასაგებად ვთქვი. მე არ ვპატიჟებ არავის ამ შემთხვევაში, მაგრამ ვიცი, რაც არის ჩვენი პოზიცია. ზუსტად რომ საქართველო არის საერთაᲨორისო სამართლის მიმართ პატივისმცემელი, ერთგული და ასე იქნება მუდამ“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მზადაა, მაისში რუსეთის დელეგაციას უმასპინძლოს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S