Accentnews.ge
გახარია – პრეზიდენტს:  „საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის“

გახარია – პრეზიდენტს:  „საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის“

29/01/2020 12:48:17 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის. ამის შესახებ მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო მზადაა, უმასპინძლოს რუსულ დელეგაციას საქართველოს კანონის გვერდის ავლით. საუბარია ოკუპაციის შესახებ კანონზე.

„„საქართველოს კანონმდებლობას ვერავინ აუვლის გვერდს, ეს ერთი და მეორე, საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა გახლავთ და სამწუხაროდ, ესეც ფაქტია, რომ ევროსაბჭოში რუსეთს აღუდგა წევრის სტატუსი. ახლა უკან დავბრუნდეთ და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავის, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი კანონმდებლობის შესაბამისად გაკეთდება.

ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვიქცევით და თუ ეს კანონმდებლობა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მივდივართ ჩვენს პარტნიორებთან და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ“,– განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მინისტერიალის დაგეგმვასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია იქნება.

„რისკებზე ნამდვილად არის სამსჯელო და საფიქრალი. მინისტერიალი მომზადების პროცესშია. ჩვენ გვაქვს სამდივნოსთან კავშირი. ევროპის საბჭოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იქნება კომუნიკაცია დაგეგმვასთან დაკავშირებით და ჩვენ საზოგადოებას წინასწარ, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, საქმის კურსში ჩავაყენებთ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს, არცერთ ფორმატში არ გაექცევა რუსეთისთვის იმის შეხსენებას, იმ პოზიციების დაფიქსირებას, რომ რუსეთი ოკუპაციას ახორციელებს, საერთაშორისო შეთანხმებებს არღვევს, თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს.

„ნებისმიერ ფორმატში საქართველო რუსეთის ფედერაციას შეახსენებს ამ დარღვევებს, მათ შორის ქალბატონმა ზურაბიშვილმა გუშინ რუსეთის ფედერაციას შეახსენა, რომ მას სტრასბურგის საქმეზე ვალდებულები აქვს დაკისრებული და უნდა შეასრულოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ასევე: როგორ შეუძლია თბილისს რუსული დელეგაციის ვიზიტის თავიდან არიდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S