Accentnews.ge
"რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები"

"რუსეთის დელეგაციასთან დაკავშირებით მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები"

29/01/2020 12:55:19 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენმდივნის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხდაებით, რუსული დელეგაციის თბილისში შესაძლო ვიზიტი განსაკუთრებული შემთხვევაა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას კონსულტაციები სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან ექნება და გადაწყვეტილება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ბევრი აბსურდული განცხადება გაკეთდა.

„მოვისმინეთ მუქარები. რაც არ უნდა მუქარის ტონის განცხადებები გააკეთონ ჩვენმა ოპონენტებმა, ოპოზიციამ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ევროინტეგრაციის გზაზე ნაბიჯები გადავდგათ, განვახორციელოთ ის რეფორმები, რომლებიც სწრაფად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო თუ არა შეთანხმებული მთავრობასთან, კახი კალაძემ განაცხადა: „არა, არ ვიცი. ჩემთან არ ყოფილა“.

იხილეთ ასევე: როგორ შეუძლია თბილისს რუსული დელეგაციის ვიზიტის თავიდან არიდება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S