Accentnews.ge
ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის "საკავშირო სახელმწიფოში" გაწევრიანების იმედი აქვს

ცხინვალს რუსეთ-ბელარუსის "საკავშირო სახელმწიფოში" გაწევრიანების იმედი აქვს

07/09/2024 09:54:39 კონფლიქტები

სანამ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ვითომდა "ნებისმიერ წუთს შესაძლებელი აღდგენის" კარტს ათამაშებენ, ცხინვალში კიდევ ერთხელ გამოთქვამენ რუსეთ-ბელარუსის "საკავშირო სახელმწიფოში" გაწევრიანების იმედს.

დე-ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის ვიაჩესლავ გობოზოვის განცხადებით, ეს "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს განვითარების ძალზე მნიშვნელოვან და პერსპექტიულ ვარიანტად განიხილება".

"ოფიციალურ დონეზე ჩვენი მოქმედებების დიაპაზონი საკმაოდ შეზღუდულია, მაგრამ არაოფიციალურზე - კულტურის, სპორტის, საექსპერტო საზოგადოებების დონეზე კონტაქტები უკვე არსებობს. მეტიც, ამასწინათ ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრს საკავშირო სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლებთან ძალიან კარგი შეხვედრები ჰქონდა. ცხინვალი ყველაფერს აკეთებს ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციის განსავითარებლად. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, საკავშირო სახელმწიფოში ჩვენი გაწევრიანების საკითხი უცილობლად დადგება პოლიტიკური დღის წესრიგში" - განაცხადა გობოზოვმა.

ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა ამასწინათ დე-ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ახსარ ჯიოევმაც.

იხილეთ ასევე: მოსკოვში აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონების მიერთებაზე ალაპარაკდნენ

ცნობისთვის: რუსეთი და ბელარუსი საკავშირო სახელმწიფოს (ერთიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო, საბაჟო, სავალუტო და იურიდიულ სივრცეს) ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან აყალიბებენ, თუმცა მოსკოვმა ამ დრომდე ვერ დაიყოლია ლუკაშენკო რიგი საკვანძო ხელშეკრულებების გაფორმებაზე. ლავირებას აგრძელებს ბელარუსის ლიდერი სოხუმისა დ ცხინვალის აღიარების, ასევე უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაბმის საკითხებშიც.

იხილეთ ასევე: "თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც უნდა შევიკრათ" - ლუკაშენკო აფხაზეთს "ქვეყნად" მოიხსენიებს და საქართველოს სსრკ-2-ზე მიანიშნებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S