კახა კალაძე – MEGOBARI Act–ზე: ვისაც რა უნდა, ის მიიღოს

09-09-2024 10:58:02 ციტატა

„არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით, არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება”, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ MEGOBARI Act–ზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის: გუშინ ჰელსინკის კომისიამ შემდეგი განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის MEGOBARI Act–ს მიღებას.

ჰელსინკის კომისიის ცნობით, "MEGOBARI Act მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების, ადამიანის უფლებებისა და საქართველოში კანონის უზენაესობისკენ".

"MEGOBARI Act კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დაუპირისპირდეს ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენებს", –ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

MEGOBARI Act–ის ძირითადი დებულებებია:

  • „დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა;
  • დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება;
  • ანგარიშის წარდგენა და სანქციები;
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა;
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება;

ამავე თემაზე: რა სანქციებს ითვალისწინებს MEGOBARI Act.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები