
დავით თევზაძე: "ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებასაც მოგახსნებთ და გამგებმა გაიგოს"
16/09/2024 13:52:56 ციტატა
"ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებასაც მოგახსნებთ: ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ბოდიში მოსახედლია მათთვის, ვინც ძმათა სასაფლაოებზე განისვენებს და მათი ოჯახებისთვის, მათთვის ვინც ათწლეულები დევნილთა დასახლებებში ცხოვრობს და ვისი საცხოვრებელი სახლებიც მიწასთანაა გასწორებული...შემდეგ კი, ბოდიში მოსახდელია მათთვის, ვინც იმდენად უიღბლო აღმოჩნდა, რომ ომს ცოცხალი გადაურჩა ... გამგებმა გაიგოს...სწორედაც რომ სახელმწიფომ უნდა მოუხადოს ამათ ბოდიში", – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ექს–მინიტრი დავით თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.
ცნობისთვის: 14 სექტემბერს გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021