Accentnews.ge
"კორონავირუსის იმპორტი საქართველოში შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად იყოს"

"კორონავირუსის იმპორტი საქართველოში შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს და მნიშვნელოვანია, ქვეყანა მზად იყოს"

31/01/2020 09:39:55 საზოგადოება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის სილვიუ დომენტეს განცხადებით, კორონავირუსის იმპორტი საქართველოში შესაძლოა, ნებისმიერ დროს მოხდეს და მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის.

როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, საქართველო ევროპის ნაწილია, ხოლო ევროპაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკია.

„ნებისმიერ დროს შესაძლოა, მოხდეს ვირუსის იმპორტი და მნიშვნელოვანია, ხელისუფლება მზად იყოს ვირუსის დროული იდენტიფიცირებისთვის, ჰქონდეთ აღჭურვილი ლაბორატორიები ტესტების ჩასატარებლად, მოახდინონ ინფიცირებული პირების იზოლირება და გამოიკვლიონ მათი კონტაქტი სხვა პირებთან, მიიღონ შესაბამისი ზომები. ეს ახალი ვირუსია, 7 იანვარს აღმოაჩინეს, ამიტომ ამის წინააღმდეგ ვაქცინა ჯერ არ არსებობს და არ არსებობს კონკრეტული მკურნალობა. თუმცა, ვაქცინის შესამუშავებლად მიმდინარეობს მუშაობა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ცენტრი დღის ბოლოსთვის ელოდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან კონკრეტულ რეკომენდაციებს.

„საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ იყო მხოლოდ ჩინეთისთვის, გავრცელდა მთელ მსოფლიოზე, ანუ საჭიროა, ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ინფექციის პრევენციისა და ინფიცირებული ადამიანების დასახმარებლად.ჩვენ ალბათ, დღეს და ხვალ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დეტალურ რეკომენდაციებს მივიღებთ. ახლა არის ზოგადი რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები გახლავთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის, გახლავთ ჩინეთისთვის და გახლავთ სხვა ქვეყნებისთვის. 3 ჯგუფად არის ეს რეკომენდაციები გაყოფილი. ჩვენ ველოდებით, რომ დღეს, დღის ბოლოსთვის, იქნება უკვე კონკრეტული რეკომენდაციები ევროპის ქვეყნებისთვის. ამაზე მუშაობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისი და ამ რეკომენდაციებს შემდგომ გაგიზიარებთ. მაგრამ იმ ზოგად რეკომენდაციებში, რაც დღეს გახლავთ, გამომდინარე გუშინდელი გადაწყვეტილებიდან, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო მიჰყვება, აკეთებს და აკეთბდა ყველაფერს, რასაც ეს რეკომენდაციები გვეუბნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

სადღეისოდ ლაბორატორიულად დადასტურებული 9 692 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, 90 ჩინეთს გარეთ – 19 ქვეყანაში. გარდაიცვალა 213 ადამიანი.

ცნობისთვის: საქართველომ პრევენციის მიზნით გარკვეული ზომები მიიღო: ჩინეთთან ავიამიმოსვლა მარტის ბოლომდე შეწყვიტა; აეროპორტებში და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში მიმდინარეობს სკრინინგი, მთავრობამ სამოქმედო გგემა დაამტკიცა. როგორც დღეს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, უპასუხოს გამოწვევას.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ახალი ვირუსის არც ერთი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირებული არაა და არ არსებობს პანიკის საფუძველი.

იხილეთ ასევე: საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს სამ ქვეყანაში, კორონავირუსის პირდაპირი დიაგნოსტიკის შესაძლებლობა იქნება

„კორონავირუსი განუკურნებელი არ არის"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S