„ოცნების“ დეპუტატი „რიტორიკის ცვლილებად“ გვთავაზობს ლავროვის განცხადებას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს

30-09-2024 13:27:29 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი „რიტორიკის ცვლილებად“ სთავაზობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემლახველ განცხადებას.

„რა თქმა უნდა, რიტორიკის ცვლილებას ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. მაგალითად, ისეთი როგორიცაა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მათი ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით“,- თქვა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაერო–ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გაიმართა, თქვა: „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა უბრალოდ გულწრფელად აფასებს წარსულს. მათ ასეც თქვეს, რომ „ჩვენ გვინდა ისტორიული შერიგებაო“, ხოლო რა ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ამ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველსაყოფისთვის... დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დაგეხმაროთ".

„გადაგდების“ გზა" - „ძაღლის თავი“ თბილისისადმი ლავროვის გზავნილებში

"ჯერ რუსეთთან დიპურთიერთობები აღადგინეთ!" - სოხუმმა თბილისს ლავროვის განცხადების პოზიტიურად შეფასების გამო დასცინა

Новости

Другие новости