Accentnews.ge
ლავროვი აფხაზ და ოს "კოლეგებთან" პირისპირ და ერთობლივ მოლაპარაკებებს გამართავს

ლავროვი აფხაზ და ოს "კოლეგებთან" პირისპირ და ერთობლივ მოლაპარაკებებს გამართავს

02/10/2024 13:20:47 კონფლიქტები, პოლიტიკა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი 4 ოქტომბერს რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" დე-ფაქტო საგარეო საქმთა მინისტრებს მიიღებს. დაგეგმილია როგორც ორმხრივი შეხვედრები, ისე ერთობლივი მოლაპარაკებები, - განაცხადა დღეს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

ახლადდანიშნული სერგეი შამბასთვის ეს მოსკოვში პირველი სამუშაო ვიზიტი იქნება დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში.

"მხარეები განიხილავენ რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობათა აქტუალური საკითხების ფართო სპექტრს, ასევე საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგსა და პრობლემებს, რომელიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. სამმხრივ მოლაპარაკებებზე კი აქცენტი გაკეთდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციის პრობლემატიკაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომათა კოორდინაციის საკითხეზე აქცენტირებით" - განმარტა ზახაროვამ.

იხილეთ ასევე: "ჯარების გაყვანას არავინ აპირებს" - მოსკოვისა და სოხუმის მკვახე პასუხი კალაძეს

მოსკოვის ცივი შხაპი ივანიშვილს: რუსეთი არ აპირებს, თბილისს პროდასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუბრუნოს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S