Accentnews.ge
ლავროვი - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე: "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება!"

ლავროვი - საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე: "2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება!"

04/10/2024 09:39:54 კონფლიქტები, პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და ე.წ. "სამხრეთ ოსეთთან" მიმართებაში 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებები "გადახედვას არ ექვემდებარება". ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა დღეს ოს "კოლეგა" ახსარ ჯიოევთან მოსკოვში გამართული შეხვედრის მსვლელობისას განაცხადა.

"რუსეთი გააგრძელებს ჩვენი აფხაზი და ოსი მეგობრების მხარდაჭერას როგორც უსაფრთხოების, ისე სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში, მათი სახემწიფოებრიობის განმტკიცებაში, როგორც ეს ორმხრივი შეთანხმებებითაა გათვალისწინებული. ჩვენთვის აქ ერთადერთი გზა არსებობს - წინ, რადგან 2008 წელს მიღებული [ცხინვალისა და სოხუმის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების - რედ.] გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებაება" - განაცხადა ლავროვმა.

დღესვე იგი მიიღებს რუსეთის მიერ ოკუპირებული მეორე ქართული რეგიონის - აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბას, რის შემდეგაც სამმხრივი მოლაპარაკებებიცაა დაგეგმილი.

ცნობისთვის: ამასწინათ ლავროვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი "ნზადაა, საქართველოს მეზობელ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებაში დაეხმაროს". მიუხედავად იმისა, რომ ამ ცინიკურ განცხადებაში ოკუპანტი ქვეყნის პირველმა დიპლომატმა რუსეთის მიერ ოკუპირებული სოხუმი და ცხინვალი "საქართველოს მეზობლებად" მოიხსენია, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ, მმართველი პარტიის გენმდივანმა კახი კალაძემ ლავროვის ნათქვამი "პოზიტიურად" შეაფასა, შეეცადა, მოსკოვის პოზიციაში ერთგვარ ცვლილებად წარმოეჩინა და განაცხადა, რომ "ახლა დროა, გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, მაგალითად, დაიწყოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსული ჯარების გაყვანის გეგმის შემუშავება". თუმცა სოხუმმაც, ცხინვალმაც და მოსკოვმაც "ოცნების" ამ უსაფუძვლო წინასაარჩევნო პროპაგანდისტულ ნარატივს მკვახედ უპასუხეს - რუსეთი მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილების უკან გაწვევას არ აპირებს, არც ჯარების გაყვანას გეგმავს - პირიქით, მოუწოდებს თბილისს, "თუ შერიგება სურს, მისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობა აღიაროს და მათთან თავდაუსხმელობის ორმხრივი, იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებები გააფორმოს".

იხილეთ ასევე: მოსკოვის ცივი შხაპი ივანიშვილს: რუსეთი არ აპირებს, თბილისს პროდასავლურ კურსზე უარის თქმის სანაცვლოდ ტერიტორიები დაუბრუნოს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S