Accentnews.ge
გენერალი ბენ ჰოჯესი მინისტრ ნათია თურნავას პასუხობს

გენერალი ბენ ჰოჯესი მინისტრ ნათია თურნავას პასუხობს

07/02/2020 12:03:03 საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა

ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი იმედოვნებს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა "მართალია და ხელისუფლება ანაკლიის პროექტის განხორციელებას ენერგიულად შეუდგება". ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა "აქცენტთან" საუბარში განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი რუსული ზეწოლისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო და უკეთესი ეკონომიკური მომავალი სურთ. ვიმედოვნებ, მინისტრი მართალია და საქართველოს მთავრობა ენერგიულად იმოქმედებს ამ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ეკონომიკური და უსაფრთხოების კუთხით ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. თუ საქართველო ევრაზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ საპორტო ადგილად იქცევა, რისი შესაძლებლობაც ანაკლიას გააჩნია, ბევრი ევროპული ბიზნესი აქ ინვესტიციას განახორციელებს, რაც თავის მხრივ, არაერთი ევროპული ქვეყნის მიერ საქართველოს უსაფრთხოებაში ჩადებულ ინვესტიციას ნიშნავს“, – განაცხადა ჰოჯესმა.

ცნობისთვის: საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადება „არასწორია“:

„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, არასწორია, არ ეყრდნობა სწორ ფაქტებს“ - აღნიშნა თურნავამ ჰოჯესის 31 იანვრის იმ განცხადების საპასუხოდ, რომლის თანახმად, საქართველომ ანაკლიის პროექტის განვითარება რუსეთის მთავრობის ზეწოლით შეაჩერა.

„ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობა სათანადოდ არ უჭერს მხარს ამ პროექტს და ნაცვლად ამისა კრემლის მხრიდან ზეწოლას თავს უხრის“, - განაცხადა მაშინ ჰოჯესმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S