Accentnews.ge
რუსეთის "საელჩო" სოხუმში: "მარგინალურ ძალებს არ ვეკონტაქტებით"

რუსეთის "საელჩო" სოხუმში: "მარგინალურ ძალებს არ ვეკონტაქტებით"

22/11/2024 07:50:10 კონფლიქტები

სოხუმში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩში აცხადებენ, რომ ურთიერთქმედებენ აფხაზეთში წარმოდგენილ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, "გარდა მარგინალებისა". ამის შესახებ რუსულ ТАСС-ს "ელჩმა" მიხეილ შურგალინმა განუცხადა და იქვე დასძინა, რომ "ურთიერთქმედების ხარისხი მაღალია".

მანამდე შურგალინმა "მარგინალებად" ის აფხაზი ოპოზიციონერები და საზოგადო მოღვაწეები დაასახელა, რომლებიც დე-ფაქტო პარლამენტში წარმოდგენილები არ არიან.

21 ნოემბერს მოსკოვში განაცხადეს, რომ "ითვალისწინებენ აფხაზურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებებს", რომლებმაც "შესაძლებელი გახადა დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება".

"მნიშვნელოვანია, შეიქმნას აუცილებელი პირობები აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. სწორედ აფხაზმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება მისი ლიდერი, რომელიც შეძლებს, უზრუნველყოს რესპუბლიკის უსაფრთხო, სტაბილური, თანმიმდევრული განვითარება" - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

იხილეთ ასევე: აფხაზური რევოლუცია-3: რა იქნება ხვალ?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S