
თეა ახვლედიანი: წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით
26/11/2024 15:06:49 კონფლიქტები, რეკლამა
"დღეს სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ჩვენ წარმოვადგინეთ ხედვა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებებით, რომელიც, ერთი მხრივ, ემყარება მშვიდობისა და სტაბილურობის, მეორე მხრივ კი, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი, თანასწორი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს", – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.
"ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამშვიდობო ინიციატივების, ასევე ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ მოქმედი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტების აღსრულების კუთხით, რაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება როგორც დღემდე მიღწეული შედეგების შეფასებას, ასევე ჩვენს წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს, რათა მივაღწიოთ უფრო გრძელვადიან, მდგრად, უფრო მასშტაბურ შედეგებს, როგორც ერთი, ისევე მეორე მიმართულებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი პოლიტიკის ფარგლებში,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ თეა ახვლედიანს იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021