კობახიძე: რეალურად გერმანიას საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება

28-11-2024 14:37:46 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანელ დიპლომატს კვლავ ე.წ. „ელჩი“ უწოდა.

„გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად გერმანის საქართველოში დღეს ელჩი არ ჰყავს. ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ. ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში",- თქვა კობახიძემ.

მანამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართა, საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

გერმანიის ელჩი პირველად არ გამხდარა "ქართული ოცნების" წევრების თავდასხმის სამიზნე.

რატომ იქცა ამჯერად გერმანიის ელჩი "ქართული ოცნების" სამიზნედ?

ახალი ამბები

სხვა სიახლეები