Accentnews.ge
ჰერჩინსკი: დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას

ჰერჩინსკი: დიპლომატიური საუბარი არ ნიშნავს აღიარებას ან არაღიარებას

12/12/2024 12:07:06 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას ან არაღიარებას. მისი თქმით, თხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, სადაც ძალადობასა და უკანონო დაკავებებზე ისაუბრა.

„მე ვარ დიპლომატი. ჩემი როლიდან გამომდინარე, უნდა მქონდეს საკომუნიკაციო არხები ღია, რათა ყველასთან ვისაუბრო. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს აღიარებას. დიპლომატიური საუბარი არ გულისხმობს არაღიარებას. მე ვხვდები და ვესაუბრები ყველას. ვსაუბრობთ მათთან, ვისთანაც ვთანხმდები და მათთანაც, ვისაც არ ვეთანხმები. როგორც დიპლომატი, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ვიცი, რომ მთავრობამ გამაკრიტიკა, ასევე პრეზიდენტმა. მე გამაკრიტიკა ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმაც. მე უბრალოდ ვასრულებ სამუშაოს. როგორც ევროკავშირი, ჩვენ ჩუმად ვერ ვიქნებით. ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა და მე გამოვიყენებ ყველა კავშირის, ყველა კონტაქტს, რათა წარმოვადგინო ევროკავშირის პოზიცია. მე პოლიტიკოსი არ ვარ, არ მჭირდება არჩევა ან ხელახლა არჩევა. ეს არ უკავშირდება ჩემს პოპულარობას, ეს უკავშირდება ჩემს საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. ჩემის საქმეა, ხმა ავიმაღლო როდესაც ვხედავ ძალადობას, სისასტიკეს, უკანონო დაკავებებს. სწორედ ეს თემა წამოვწიე, როდესაც გამომიძახეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, მე მთხოვეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა“, – აღნიშნა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ჰერჩინსკიმ.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო საქართველოში ევროკავშირის ელჩი კრიტიკის სამიზნე გახდა.

შეხვედრის გამო პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკეს როგორც ევროკავშირში, ისევე საქართველოში.

"ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევა გავაპროტესტე", - ასე გამოეხმურა 11 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ.

„რაც არ არის ნახსენები, არის ის, რომ მე (შეხვედრა) ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მიუღებელი ხელის ჩამორთმევის გამო, ძლიერი პროტესტით დავიწყე. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს!“, -დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ევროკავშირის დელეგაციამ 11 დეკემბერს განაცხადა, რომ 9 დეკემბერს ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა. 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. იმ დღეს ევროკავშირის დელეგაციას არ გაუკეთებია განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S