Accentnews.ge
"მერაბიშვილი მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობისა და დემოკრატიული განვითარების უკუსვლის პერიოდში გათავისუფლდა"

"მერაბიშვილი მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობისა და დემოკრატიული განვითარების უკუსვლის პერიოდში გათავისუფლდა"

20/02/2020 07:53:09 საგარეო პოლიტიკა, სამართალი

„ვანო თავისუფალია. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, არჩევნებზე გამარჯვება ოპოზიციის დევნით მოიპოვოს, ეს საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს“ – ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი სანდრა კალნიეტე საქართველოს შს ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს.

“მერაბიშვილის გათავისუფლება საქართველოში მკვეთრი პოლიტიკური დაძაბულობისა და დემოკრატიული განვითარების უკუსვლის პერიოდში მოხდა. წლევანდელ არჩევნებზე გამარჯვების ნებისმიერ ფასად, წესების უგულებელყოფით და ოპოზიციის დევნით მოპოვება ევროკავშირსა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს“, – წერს კალნიეტე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ვანო მერაბიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S