Accentnews.ge
მოსკოვი - კიბერშეტევის ბრალდების საპასუხოდ: "მათ სინდისზე იყოს, ვინც ეს განცხადებები აკეთა"

მოსკოვი - კიბერშეტევის ბრალდების საპასუხოდ: "მათ სინდისზე იყოს, ვინც ეს განცხადებები აკეთა"

20/02/2020 15:17:50 საგარეო პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებით, „რუსეთი საქართველოს შიდა საქმეებში არ ჩარეულა და ამას არანაირად არ აპირებს“. ასე გამოეხმაურა რუდენკო 2019 წელს საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ბრალდებებს „რია ნოვოსტისთან" საუბრისას.

„ჩვენ ამ კომენტარებს საქართველოს იმ წარმომადგენელთა სინდისზე ვტოვებთ, ვინც ისინი გააკეთა. რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს, რამენაირად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა რუდენკომ.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

„კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამისტროს ინფორმაციით, "აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას“.

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს კიბერშეტევას, რომელიც რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა.

კიბერშეტევა დაგმო გაერთიანებულმა სამეფომაც.

„გრუ”-ს უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ოფიციალური თბილისი: "რუსეთმა საქართველოზე მასშტაბური კიბერ–შეტევა განახორციელა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S