Accentnews.ge
„ტექნიკური გადაწყვეტილებაა" – ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

„ტექნიკური გადაწყვეტილებაა" – ბოჭორიშვილი დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე

27/01/2025 16:02:48 პოლიტიკა

"ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება "ტექნიკური გადაწყვეტილებაა".

„თუ ევროკავშირის მხარე დიპლომატებს, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეტყვის იმას, რომ ისინი თურმე საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ წესრიგს ევროკავშირში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს მოკლებული იქნება რაიმე საფუძველს და იმ მიზანს, რომ ევროკავშირის მხრიდან დავინახოთ მზადყოფნა საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის“, – განაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ტექნიკური გადაწყვეტილებაა.

„ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება. დავაკვირდებით, რომელი ქვეყანა როგორ აღასრულებს ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ურთიერთობები უფრო დიდ სურათში“, – ამბობს ბოჭორიშვილი.

დღეს ევროკავშირის საბჭომ ქართველ დიპლომატებსა და ოფიციალურ პირებს უვიზო რეჟიმი შეუჩერა.

ვის შეუჩერა/ არშეუჩერა ევროკავშირმა უვიზო რეჟიმი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S