მეზვრიშვილი: ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, ბრძოლა სხვა მეთოდებით უნდა გავაგრძელოთ

29-01-2025 11:19:18 პოლიტიკა ,ციტატა

"მზია ამაღლობელმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. რეჟიმთან ბრძოლა სხვა მეთოდებით უნდა გავაგრძელოთ. ეს ბრძოლა ჯანმრთელობას მოითხოვს. ამ ბრძოლას სჭირდება ჯანმრთელი მზია ამაღლობელი.

უდიდესი უპასუხისმგებლობაა საპირისპიროს მოწოდება ან პირდაპირ თუ ირიბად ამის წახალისება.

ჯანმრთელობა და თავისუფლება ქალბატონ მზიას! მისი საქმე შესაწყვეტია!",- წერს გახარია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი საპატიმროში მე-18 დღეა შიმშილობს.

ხოშტარია: შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები

ახალი ამბები

სხვა სიახლეები