30-01-2025 13:52:44 სამართალი
გლდანის მერვე საპატიმრო დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილი პატიმრის იოსებ გორგაძის ადვოკატი ამბობს, რომ პაციენტი სასტიკად არის ნაცემი.
ადვოკატის თქმით, სახის მიდამოებში დაახლოებით, დაახლოებით 37 მოტეხილობა ფიქსირდება, აქვს ტვინის შეშუპება აქვს და მდგომარეობა უმძიმესია.
მისთვის ამ დრომდე უცნობია, რა უძღოდა წინ ამ მოვლენებს. მეტიც, ამბობს, რომ პატიმრის გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არა ციხის ადმინისტრაციიდან, არამედ ერთ-ერთი პატიმრისგან მიიღო და შეუდგა ძებნას, მეორეც - პატიმარი 23 იანვარს შეიყვანეს „ვივამედში“ ინსულტის ნიშნებით მაშინ როდესაც, მას "სახის ძვლების არც ერთი ადგილი მთელი არ აქვს, აქვს ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები".
"ექიმი არ აღწერს არაფერს, "ინსულტი აქვს, იატაკზე ეგდო და შესაბამისად, რეანომობილით გადავიყვანეთ კლინიკაშიო",- ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი ამბობს, რომ პაციენტი რჩება მართვით სუნთქვაზე. მან კამერების დაარქივება მოითხოვა.
პატიმრის ოჯახის წევრები და ახლობლები 29 იანვარს შეიკრიბნენ გლდანის საპატიმროსთან და ადმინისტრაციისგან პასუხები მოითხოვეს მომხდართან დაკავშირებით.