
რუსი ჩინოსნები ქართველი ჟურნალისტების ლანძღვას განაგრძობენ
26/02/2020 08:43:42 საგარეო პოლიტიკა, საზოგადოება
რუსი ჩინოსნები ქართველი ჟურნალისტების ლანძღვას განაგრძობენ. ამჯერად ქართული მედიის წარმომადგენელი მანდილოსნების კრიტიკით რუსი სენატორი, ქვეყნის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელი ალექსეი პუშკოვი გამოვიდა.
„ქართველი ჟურნალისტები ძალზე ეკზალტირებული ქალბატონები არიან – რბილად რომ ვთქვათ. არაერთგზის მიწვნევია საკუთარ თავზე მათი მოწოლა – მოსკოვშიც, სტრასბურგშიც, ევროპის საბჭოშიც. მათ ყალიბად აგრესიულ–ისტერიული ჟურნალისტიკის ყველაზე უარესი მაგალითები აქვთ აღებული. ეჩვენებათ, რომ პასუხი [რესპონდენტს] ფესვიანად უნდა ამოგლიჯონ“, – წერს პუშკოვი სოციალურ ქსელში.