უკრაინის საგარეო გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას

15-02-2025 14:48:23 კონფლიქტები

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოში, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2025 წლის 15 თებერვალს, ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

უკრაინა არ აღიარებს ყალბ "არჩევნებს" და განიხილავს მათ, როგორც რუსეთის ფედერაციის სისტემურ მცდელობას ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე პრორუსულ სეპარატისტულ რეჟიმს.

[...] უკრაინა უცვლელად მხარს უჭერს და მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის "დამოუკიდებლობას".

რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ხოლო რუსმა სამხედროებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი ჩადენილი დანაშაულებებისთვის". – წერია უწყების განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები