საქართველოში პირბადეების დეფიციტია

26-02-2020 16:20:22 საზოგადოება

საქართველოში პირბადეების დეფიციტია.

"პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა საქონელი შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი საქართველოსთვის პირბადეების ძირითადი მომწოდებელია, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო ხსენებულ პროდუქციაზე მოთხოვნა თავად ჩინეთშია გაზრდილი და საქართველოში მისი შემოტანა შეჩერებულია.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 52 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობა დღე–ღამის განმავლობაში 406–მდე გაიზარდა. აქედან მხოლოდ 5 შემთხვევა დადასტურდა ჰუბეის პროვინციის ფარგლებს გარეთ.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2,715 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,064.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 48-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 80,970–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მომატებულია, რის გამოც სახელმწიფო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები