Accentnews.ge
ფიშერი: ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, ეს ადგილი უსაფრთხოა?!

ფიშერი: ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, ეს ადგილი უსაფრთხოა?!

18/02/2025 11:07:11 პოლიტიკა

სოლიდარობა სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. ორ დღეში მეორე თავდასხმა მგზავრებზე მოფრენის დარბაზში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ელჩი TAV-ს მიმართავს შეკითხვით, არის თუ არა თბილისის აეროპორტი უსაფრთხო.

„ეს ადგილი უსაფრთხოა? იქნება შედეგები?“ - წერს ელჩი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები, საქართველოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან დაბრუნებულ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ესროლეს. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S