
ზურაბიშვილი: აეროპორტში უსაფრთხოება აღარ არის დაცული
18/02/2025 15:43:49 პოლიტიკა
"ეს ყველაფერი ავნებს საქართველოს საგარეო იმიჯს. არაფერი რომ არ ვთქვათ, იამზე, რომ რანაირად შეიძლება ტურიზმზე რამე ვთქვათ, როცა უსაფრთხოება აეროპორტში აღარ არის დაცული. არც გუშინ წინ დილით, როცა ეს ეხებოდა გიორგი გახარიას, არც მაშინ იყო პოლიცია არსად და არც ამ დილით.
ამ დილით უკვე ვიცოდით, უკვე იყო გავრცელებული სოციალურ ქსელში, რომ ახლა ჩემი ჯერი იყო, ვიღაც ქალები ავრცელებდნენ ამას. მე თუ ვიცოდი, ე.ი. ყველამ იცოდა, თუ პოლიცია არსებობს და უსაფრთხოება ამ ქვეყანაში, ალბათ ეს იმასაც ნიშნავს, რომ რაღაც ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული, რათა უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო აეროპორტის ჰოლში და გასასვლელში.
იმიტომ რომ იქ მხოლოდ მე კი არ ვიყავი, იყვნენ უცხოელი ტურისტები, რომლებიც გაკვირვებულები უყურებდნენ, რა სიმხეცე არსებობს ამ ქვეყანაში",- თქვა მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აეროპორტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
"აქცენტმა" შსს-ში სცადა გარკვევა, დაინტერესდა თუ არა უწყება მომხდარით და რა კვალიფიკაცია მისცა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ზურაბიშვილი - კვერცხების სროლაზე: პატარა კაცების პატარა ბოღმა