
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს
24/02/2025 08:50:50 პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენის განცხადებით, ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ქართველი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„დღეს ჩვენ გვექნება საუბარი, მათ შორის საქართველოში არსებული ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ქართველ ხალხს მათი ხელისუფლებისგან განსხვავებით, სხვა მომავალი სურს. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას ახალი არჩვენების ჩატარება შექმნილი ვითარებიდან ერთგვარ გამოსავლად, ვალტონენმა OSCE/ODIHR-ის დასკვნაზე მიუთითა:
"OSCE/ODIHR-ის დასკვნამ გასცა კარგი რეკომენდაცია ქართველ ხალხისთვის, რათა მოითხოვონ ახალი არჩევნები".