
მდინარე ენგურზე ე.წ. გადასასვლელი სრულად ჩაიკეტა
27/02/2020 11:17:29 კონფლიქტები
მდინარე ენგურზე არსებული ე.წ. გადასასვლელი, რომელიც ჯერ კიდევ დღეს დილით ღია იყო, ცოტა ხნის წინ ასევე ჩაიკეტა. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელოსუფლებამ სრული კარანტინი გამოაცხადა. მოტივად ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საფრთხე სახელდება.
დილიდან ამ დრომდე დღეს ენგურის გადსასვლელით სარგებლობა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მოასწრო.
დღესვე ცხინვალის რეჟიმმა თბილისისკენ ყველა გადმოსასვლელი ჩაკეტა.
ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.
ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.
საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს