"WizzAir" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს

27-02-2020 15:49:56 ეკონომიკა ,საგარეო პოლიტიკა

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "WizzAir" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების რაოდენობას ამცირებს.

სადღეისოდ "Wizz Air" ქუთაისიდან რომის, ბოლონიის, ბარისა და მილანის მიმართულებით დაფრინავს.

  • რომის მიმართულებით 18 მარტიდან 25 მარტამდე მხოლოდ 21 მარტის ფრენა შესრულდება.
  • ბოლონიის მიმართულებით 17-დან 24 მარტამდე ორი რეისიდან ერთი უქმდება.
  • მილანის მიმართულებით 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხის ნაცვლად ერთი რეისი შესრულდება პარასკევ დღეს.
  • ბარის მიმართულებით კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე სამი ფრენა აღარ შესრულდება.

ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით იტალია მსოფლიოში ამჟამად მესამე ადგილზეა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები