Accentnews.ge
სომხეთი საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას არ გეგმავს

სომხეთი საქართველოსთან საზღვრის ჩაკეტვას არ გეგმავს

27/02/2020 15:45:25 საგარეო პოლიტიკა

სომხეთი საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის ჩაკეტვას არ გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა განაცხადა.

თავად სომხეთში, მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთვევა არაა აღრიცხული.

"ჩვენ შევამოწმეთ 95 საეჭვო შემთხვევა და ყველა მათგანში შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა" - დასძინა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოს, მისი შეფასებით, "ერთადერთ დადასტურებულ შემთხვევას ვითარება არ შეუცვლია".

"დილით ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას. მან მითხრა, რომ ყველამ, ვინც შემხებლობაში იყო იმ პაციენტთან, ტესტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა, თუმცა მაინც ორკვირიან საკარანტინო რეჟიმს გაივლის. ამგვარად, ამ ეტაპზე არც საზღვრის ჩაკეტვის და არც სხვა რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღების აუცილებლობას ვხედავთ' - დასძინა ტოროსიანმა.

ცნობისთვის: ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა და ყველა შემთხვევა მხოლოდ ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. რაც შეეხება ინფიცირებულებს მათი რაოდენობაც შემცირებულია.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით 2 744 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია 78,497.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ, "COVID-19"–მა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 81 000–ს გადააჭარბა.

საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

იხილეთ ასევე: საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S