თეატრალურის რექტორმა პროტესტში ჩართულ სტუდენტებს სტატუსი აღუდგინა

14-03-2025 11:23:05 პოლიტიკა

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

„სტუდენტების, პედაგოგებისა და თანამშრომლების განცხადებების საფუძველზე, უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რექტორმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოიყენოს სტუდენტების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომა - სტატუსის შეწყვეტა“, - წერია უნივერსიტეტის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პროევროპულ აქციებში ჩართულ 10 სტუდენტს სტატუსი 10 მარტს შეუწყდათ. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.

თეატრალურის რექტორი საუბრობს, რა შემთხვევაში გადახედავს სტუდენტებისთვის სტატუსის შეწყვეტის საკითხს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები