Accentnews.ge
ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს

ირაკლი პაპიაშვილის ინფორმაციით, გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს

20/03/2025 14:03:51 პოლიტიკა, საზოგადოება

პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის გიორგი ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორი - ირაკლი პაპიაშვილი აცხადებს, რომ დაკავებული, რომელიც მე-9 დღეა შიმშილობს, პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.

მანამდე ჩიკვაიძე ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოინახულა გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაშიდა თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ვერ გადაადგილდება, უჭირს საუბარი.

„9 დღეა, რაც შიმშილობს! ცოტა ხნის წინ გიორგი გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში! გიორგის მდგომარეობა, კვლავ არის მძიმე!

ეტლის გარეშე ვერ გადაადგილდება, მარცხენა ფეხს საერთოდ ვერ გრძნობს და ასევე, პენიტენციურის სამედიცინო პერსონალი ამბობს, რომ მისი ანალიზების პასუხები ძალზე საყურადღებოა!

დღეს, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის დავალებით, გიორგი მოინახულა ეკა ბესელიამ, რომელიც აღწერს გიორგის მდგომარეობას. გიორგის პოზიცია და შემართება უცვლელია, ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე!“,- წერს პაპიაშვილი.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა - ის სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S