Accentnews.ge
ბოლო ორ თვეში ირაკლი კობახიძე სომხეთს 2–ჯერ ეწვია

ბოლო ორ თვეში ირაკლი კობახიძე სომხეთს 2–ჯერ ეწვია

20/03/2025 16:02:01 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბოლო ორ თვეში სომხეთს 2–ჯერ ეწვია.

დღეს ერევანში იგი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას, რაც რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები დღეს საქართველო-სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩს დაესწრებიან. ერთა ლიგის პლეიოფის პირველი შეხვედრა ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სტადიონზე გაიმართება”, - აღნიშნულია "ოცნების" მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: ირაკლი კობახიძე სომხეთში წელს უკვე იმყოფებოდა. 30 იანვარს იგი „ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე“ დასასწრებად ჩავიდა და ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა.

სომხეთი ერთ-ერთია იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S