27-03-2025 23:38:54 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატს 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გაავრცელებენ, რათა მისი „საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით“.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს აშკარად გამოიკვეთა 2012 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებული ქმედებების გამოძიების საჭიროებაც”. – თქვა მდინარაძემ.
„გვქონდა კონსულტაციები საგამოძიებო კომისიის მოქმედ შემადგენლობასთან და იმ მიზნით, რომ კომისიის საქმიანობის სფერო არ იყოს შეზღუდული მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტიკონსტიტუციური ქმედებების ფარგლებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდეს და გავრცელდეს 2012 წლის შემდეგ, ანუ საერთო ჯამში – 2003 წლიდან დღემდე პერიოდზე”. – თქვა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა „ქართულ ოცნებას” მისცემს „მყარს საფუძველს”, რათა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ენმ-ის და "მემკვიდრე პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
მდინარაძე: დავაინიციირეთ კანონპროექტი ენმ-ის "მემკვიდრე პარტიების" არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე