Accentnews.ge
მდინარაძე: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, აღიარეს ომის დაწყება

მდინარაძე: დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, აღიარეს ომის დაწყება

29/03/2025 12:57:12 პოლიტიკა, ციტატა

"ძალიან მწარე სიმართლე!

ორი დღეა სრული ისტერიაა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში.

გასაგებ მიზეზთან ერთად, მათ ძალიან აწუხებთ კომისიის გამოძიება აგვისტოს ომის თემაზე, სადაც:

1. დადგინდა, რომ ცეცხლის გახსნის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა 2008 წლის 7 აგვისტოს 23 საათსა და 45 წუთზე. ამას თავად დავალების მიმღები გენერალი გოგავაც ადასტურებს.

2. ⁠ნაციონალურმა მოძრაობამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ გააფრთხილა კოდორის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა, რითაც სიკვდილისთვის გაწირა საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე.

3. ⁠ომიდან ორი თვის თავზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც:

აღიარეს ომის დაწყება!

ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული!",- წერს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S