
მაკკლირი: გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს
02/04/2025 05:30:27 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლიბერალ-დემოკრატი პოლიტიკოსი ჯეიმს მაკკლირი მიიჩნევს, რომ "გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს".
“მეტი ცნობები [მოდის] საქართველოდან დემონსტრანტების დაკავებებსა და არასათანადოდ მოპყრობის თაობაზე. ელენე ხოშტარია გაათავისუფლეს, მაგრამ მანამდე არა, სანამ დამამცირებელი და დამაკნინებელი მოპყრობის ქვეშ არ მოაქციეს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ უფრო მკაცრი უნდა იყოს”, - წერს სოციალურ ქსელში ბრიტანელი პარლამენტარი, რომელიც "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მომხრეა.