კრემლის პროპაგანდისტი საქართელოს ახალ საბჭოთა კავშირში ეპატიჟება

15-04-2025 15:00:50 პოლიტიკა

კრემლის პროპაგანდისტი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი, რომელიც 2008 წლის ომის დროს, თბილისის ტანკებით აღებას ითხოვდა, საკუთარ Telegram - არხზე გამოქვეყნებულ ვრცელ ტექსტში საქართველო ახალ საბჭოთა კავშირში მიიწვია.

ის თვლის, რომ საბჭოთა კავშირის ადგილას უნდა შეიქმნას ერთი დიდი სახელმწიფო. პირველ პოსტსაბჭოთა მაკროსახელმწიფოს მოდელად დუგინი დსთ-ს მიიჩნევს და მსჯელობაში თანამეგობრობას ევროკავშირს ადარებს:

"როდესაც გასაგები გახდა, რომ დსთ ინტეგრაციის ამოცანას ვერ გაართმევს თავს, შეიქმნა ევროკავშირი. მაგრამ მასში მხოლოდ ეკონომიკური იდეები იყო ჩადებული. და ვინაიდან მხოლოდ ეკონომიკით სახელმწიფოთა გაერთიანების წინსვლა შეუძლებელია, ეს იდეა ადგილზე გაჩერდა. და მხოლოდ რუსეთი-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შექმნით გახდა გარკვეული წარმატების მიღწევა შესაძლებელი".

დუგინი მიიჩნევს, რომ დღევანდელ სამყაროში პატარა სახელმწიფოებს დამოუკიდებლად ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ის "ამბიციურ ილუზიას" უწოდებს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისკენ პოსტიმპერიული ქვეყნების სწრაფვას.

ფილოსოფოსი სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას პირობითად ევრაზიის მაკროსახელმწიფოს უწოდებს, რომელშიც მისი ხედვით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები შევლენ. ქვეყნების ჩამონათვალში დუგინი აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს.

"რა თქმა უნდა, ჯერ ძნელია თქმა, თუ როგორი იქნება ამ მაკროსახელმწიფოს შექმნის თანმიმდევრულობა. მაგრამ ვფიქრობ, რუსეთთან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სულ უფრო მზრდადი ინტეგრაციის ფონზე, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ პროცესს დავაკავშიროთ საქართველოს, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება გლობალისტური პოლიტიკისგან. და შეუძლებელი ეს არ გაგიხარდეს".

სიმონიანი საქართველოს "დედა-რუსეთში დაბრუნებას" უწინასწარმეტყველებს: "ვნახავთ, როგორ შეეხვეწებიან ახალი ერეკლე მეფეები რუსეთს მუხლზე ფორთხვით "შინ დაბრუნებას"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები