17-04-2025 14:39:47 პოლიტიკა ,საზოგადოება
გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
როგორც ჟურნალისტმა საბა სორდიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესის 173-ე მუხლით 6 აპრილს დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ადვოკატი: პოლიციელები სორდიას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ, მიაყენეს შეურაცხყოფა