Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, სწორედ ამ პოლიციელებმა დააკავეს"

სალომე ზურაბიშვილი: "აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, სწორედ ამ პოლიციელებმა დააკავეს"

21/04/2025 12:59:40 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აღდგომის ღამეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქტივისტების დაკავების ფაქტს ეხმიანება.

"#ტერორი საქართველოში აღდგომის დღეს, საქართველოში საპროტესტო აქციების მეხუთე თვეში აქტივისტები, რომლებიც პოლიციელებს ტრადიციული სააღდგომო მისალმებით მიმართავდნენ, სწორედ ამ პოლიციელებმა დააკავეს", - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: აღდგომის დღეს, გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ მიხეილ სამხარაძე და გიორგი ორთოიძე ადმინისტრაციული წესით დააკავა. ორივე მათგანი ამ დრომდე იზოლატორში რჩება.

"აღდგომას ასე გვილოცავს რუსული მილიცია - ტროტუარზე გადმოსულ ხალხს არბევს. ორი ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. პ.ს. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს ქრისტე აღსდგა ბიჭებოო ეძახდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ კანკავამ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S