Accentnews.ge
არასამთავრობოების სამთავრობო გრანტებით დასაფინანსებელი სააგენტო შეიქმნა, რომელსაც თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს

არასამთავრობოების სამთავრობო გრანტებით დასაფინანსებელი სააგენტო შეიქმნა, რომელსაც თამარ ზოდელავა უხელმძღვანელებს

23/04/2025 08:58:29 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სააგენტო. გადაწყვეტილებას მთავრობის სახელით ირაკლი კობახიძემ ხელი 15 აპრილს მოაწერა.

სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, თბილისში, ინგოროყვას №7-ში განთავსდება.

ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

"თამარ ზოდელავას კომპლექსური პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის 2003 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის გუნდში მუშაობდა სხვადასხვა პროექტებსა და პოზიციებზე, ასევე იყო ევროპის საბჭოს პროექტის მრჩეველი და აღმოსავლეთ პარტნიორობის საჯარო მმართველობის რეფორმის რეგიონული ფონდის პროექტის მენეჯერი.

თამარ ზოდელავამ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გაიარა გერმანულენოვანი საერთაშორისო კერძო სამართლის მაგისტრატურა. იგი აგრეთვე სწავლობდა ბრემენის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის განხრით და გავლილი აქვს სწავლება შპაიერის საჯარო მმართველობის უნივერსიტეტში", - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

20 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული სახით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მისი ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S