მირანდა ბაღათურია ამბობს, რომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, თუმცა ის არ უნახავს

23-04-2025 17:13:41 პოლიტიკა

პარტია "ახალის" პრესსამსახურის წარმომადგენელი მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. იმავე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან "გირჩი - მეტი თავისუფლების" პრესსამსახურის წარმომადგენელ ანა ყურაშვილსაც - ამის შესახებ ყურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. საუბარია პოლიციელზე, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც არის დაკავებული კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი საბა სხვიტარიძეა დაკავებული. სხვიტარიძემ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა.

სხვიტარიძის ადვოკატი: ამ საქმეზე ყველა გამომძიებელი და პოლიციელი იტყუება!

"15 წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან მედავებიან, პოლიციელი" მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას, საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ საბას პროცესზე ამ მირიანის გამოკითხვას, გამოსულზე, ბუნებრივია დახვდნენ ამ ცრუ პოლიციელს შეძახილებით, თუმცა მე ვერ მივუსწარი, რადგან სხვა პროცესზე ვიყავი, მეტიც მირიან ქავთარაძე საერთოდ ვერ დავინახე, ის უკვე წასული დამხვდა.

დიდი ალბათობით, საუბარია ჩემ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, ვიდეო სხვისი გადაღებულია და არც ჩემი ხმა არ ისმის-ფიზიკურად იქ არ ვიყავი.

მთავარია რომ რეჟიმის ერთგული პოლიციელების დასაცავად უზიან სოციალურ ქსელებს, ყველა ვიდეოს და არ იციან როგორ ასიამოვნონ ცრუ მოწმეებს, სწორედ მათ გამო ჩვენი ბიჭები გისოსებს მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას!". - წერს ბაღათურია.

"რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან, მედავებიან 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, ჩემი მეგობარი საბა სხვიტარიძის პროცესის დღეს, 17 აპრილს" - წერს ანა ყურაშვილი.

ბა ემუქრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები