მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთს ესტუმრება

28-04-2025 09:45:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის შემდეგ სომხეთს ესტუმრება.

იგი ერევანში დღეს ჩადის და ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში რიგ შეხვედრებს გამართავს.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება".

"ვიზიტის ფარგლებში, მას სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია", – ნათქვამია ინფორმაციაში.

ყაველაშვილი 15–16 აპრლს აზერბაიჯანს სტუმრობდა.

ცნობისთვის: აზერბაიჯანი და სომხეთი იმ იშვიათ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები