Accentnews.ge
ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება

28/04/2025 14:02:43 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

მანამდე, გამოცემის მონაცემებით, მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის ბიძინა ივანიშვილი 399-ე ადგილზე იყო. თებერვალში, Bloomberg-ის გამოთვლებით, ივანიშვილის ქონებამ მისთვის რეკორდულ $7,8 მილიარდს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს ცნობილი გახდა, რომ Forbes-ის მილიარდერების ინდექსში ივანიშვილის ქონება $2,7 მილიარდამდე შემცირდა. კერძოდ, ჟურნალის მილიარდერების ინდექსში, 2025 წლის 1 აპრილს განახლებული ცნობების თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონება წინა წლის $4,9 მილიარდიდან $2,7 მილიარდამდეა შემცირებული.

გამოცემა ამ ცვლილების მიზეზებს არ განმარტავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S