Accentnews.ge
ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ბინაშიც

ჩხრეკა მიმდინარეობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ბინაშიც

29/04/2025 06:24:47 საზოგადოება

პროკურატურის თანამშრომლები დღეს დილით მივიდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტტიშვილის ბინაშიც. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ცოლმა ნინო ხუტურიძემ სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ჩვენთანაც მოვიდნენ ჩხრეკაზე“, - დაწერა მან „ფეისბუქზე“.

დღეს, 29 აპრილის დილას საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელის ნანუკა ჟორჟოლიანისა და აქტივისიტის მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინებშიც.

ცნობისთვის: „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრულის საქმის ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტს, პროკურატურის მოთხოვნით, მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S