"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაიკავებს
07/05/2025 10:05:34 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ დაიკავებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის რიგით მე–9 ყრილობაზე მიიღეს.
კობახიძემ პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობაც დაასახელა:
- "ბიძინა ივანიშვილი - საპატიო თავ,ჯდომარე;
 - კახა კალაძე - პარტიის გენერალური მდივანი;
 - შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარე;
 - მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის ლიდერი;
 - გიორგი ვოლსკი - პარლამენტის ვიცე-სპიკერი;
 - თეა წულუკიანი - პარლამენტის წევრი;
 - ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
 - ირაკლი ჩიქოვანი - თავდაცვის მინისტრი;
 - მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი;
 - ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
 - მარიამ ქვრივიშვილი - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე;
 - დიმიტრი სამხარაძე - „ოცნების“ რეგიონული მდივანი;
 - სულხან თამაზაშვილი - აჭარის მთავრობის მეთაური;
 - ნინო წილოსანი - პარლამენტის წევრი".
 
კობახიძის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი და პოლიტიკა 26 აპრილს დატოვა.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე 2021 წელსაც აირჩიეს. იგი ამ პოსტს 2021-2024 წლებში იკავებდა.


