
"MEGOBARI აქტი" უკვე შეიტანეს სენატის საკანონმდებლო კალენდარში
07/05/2025 14:28:43 პოლიტიკა
"MEGOBARI აქტი" სენატის საკანონმდებლო კალენდარშია შეტანილი. პროექტი შემდეგნაირად არის განმარტებული, „აქტი საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენებთან შესაწინააღმდეგებლად“.
პროექტის რიგითი ნომერია 70.
6 მაისს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „MEGOBARI აქტი“ („საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი“).
საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელიც სანქციების დაწესებას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის, მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021