გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო

10-05-2025 21:12:49 სამართალი

„რამზეს იახტების“ დამფუძნებელმა გიორგი ჩიკვაძიემ სრული შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტპატიმარმა გიორგი ჩიკვაიძემ დღეს 18:00 საათიდან გამოაცხადა სრული შიმშილობა და სრული უნდობლობა პენიტენციური სამსახურის მიმართ“,- აცხადებს ეკა წერეთელი.

ცნობისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლომ “რამზეს იახტების“ დამფუძნებელს გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის პარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს კი - 8 წლით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები